01/10/2021
15:41
პოლიტიკა
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილმა დღეს გავრცელებული ინფორმაციით საკუთარი „პოლიტიკური მოღვაწეობა“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულა.
„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. რა სიმბოლურია მისივე ენაზე ტრუსკავეცში რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა, ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, რადგან ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო. წავიდა ვა-ბანკზე და ამ ვა-ბანკის, რისკის შედეგად მიღო ის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასრულდა და ამას ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ აჩვენებს სააერჩევნო ყუთებთან“,- განაცხადა მდინარაძემ.
0
0