18/05/2023
16:42
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევა არ მოხდება.
მდინარაძის თქმით, პარლამენტში ვინმეს თანამდებობაზე არჩევა ფორმალურ საკითხად მიიჩნეოდა და წარსულში ცდილობდნენ, ამ კუთხით ნაბიჯები გადაედგათ, თუმცა ახლა ალბათ ამ ფორმალობაზეც უარს იტყვიან.
„ნაცმოძრაობა“ უკვე მთლიანად ჩამოშლილია, პატრონი აღარ ჰყავთ. ბევრი პატრონი გამოუჩნდათ, მაგრამ ამასობაში პატრონი აღარ ჰყავთ. მათი ტელევიზიები რომ არ არსებობდნენ, „ნაცმოძრაობა“ არ იარსებებდა. ამას დაემატა ევროპელი პენსიონერბის ძარცვისგან მიღებული შემოსავალი და მათი ტელევიზიები კვლავ არსებობენ. „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას ეწევიან, თორემ ეს პარტია ვერ იარსებებდა, რადგან არანაირი ღირებული და ღირსეული ამ პარტიაში აღარ არსებობს. პარლამენტში ვინმეს თანამდებობაზე არჩევა ფორმალურ საკითხად მიიჩნეოდა და უკვე ისე იქცევიან, ისე მტრულად არიან საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ შეიძლება ამაზე თავი შევიკავოთ, ანუ იმაზე, რაც აქამდე ფორმალურ საკითხად მოიაზრებოდა. წარსულში ვცდილობდით, რაიმე ნაბიჯები გადაგვედგა და ფორმალური პრობლემები არ ყოფილიყო. სხვათა შორის, გუნდის შიგნით ტურბულენტობა და კამათი იყო, მტკიცება გვიწევდა, რომ ეს მათი კვოტა იყო და რაც უნდოდათ, ის გაეკეთებინათ. ნაცური ნარატივის საპასუხოდ, ალბათ ამ ფორმალობაზეც უარი უნდა ვთქვათ. სავარაუდოდ, ვუშვებ, რომ არჩეული არ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024