18/10/2021
21:41
პოლიტიკა
მისი თქმით, ეს მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და მითუმეტეს, თვითმმართველობის გადასაწყვეტი, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამის ინიცირებას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ერთი ფრაზაც კი არ გახმოვანებულა თვითმმართველობის საკითხებზე.
„ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობის საკითხებზე, ოპოზიცია ლაპარაკობდა რეფერენდუმზე, სიძულვილის ენით, ზიზღით, ფეიკებით. იმხელა ტყუილია, დაპირება პენსიის გაზრდაზე, სკოლებში კვებაზე, რომლის პროექტი მუშავდება კაი ხანია და ესეც იციან ძალიან კარგად პარლამენტიდან, ეს მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და მითუმეტეს თვითმმართველობის გადასაწყვეტი, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს და ინიცირებას. საზოგადოებაზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ, რომ ჰგონიათ, ამას დააჯერებენ. ეს პრობლემა კვლავ იქნება, მაგრამ შეუძლებელია ამ ხალხთან ოპონირება იმის გარეშე, რომ დაანახო სიმართლე, შეახსენო წარსული და იყო ადეკვატური მათი ქცევების მიმართ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0