
„ჩვენი საუბრისა და განხილვის თემა იყო პარტიის საორგანიზაციო საკითხები, ასევე ის საკითხები, რაც იმ სიტუაციას ახასიათებს, როდესაც არ არსებობს უმრავლესობა კონკრეტულ რაიონებში და აქ ნაკლები პრობლემები უნდა იყოს. ამ სიტუაციამ რაიონის განვითარებაზე და ხალხის საჭიროებებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. შესაბამისად, მერები და ჩვენი პარტიის წევრები ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს. დაისახა ის გეგმები, რომელიც ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკლებად პრობლემური უნდა იყოს. უფრო სწორად, ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა მიეხმაროს, რა თქმა უნდა, პარტიულ შიდა თემებზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პოზიტიური შეხვედრები იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
0
0