
სიდნეიში, მამინაცვლმა 9 წლის გოგონას, ჩარლიზ მუტენს, ანტიფსიქოზური პრეპარატი მიაღებინა და შემდეგ ის სახეში სროლით მოკლა. მკვლელობიდან ოთხი დღის შემდეგ, პოლიციამ ჩარლიზის ცხედარი სიდნეის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე კოლოსთან დაგდებული იპოვა. გოგონას თავისა და ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.
მკვლელობის დღეს, ჩარლიზი დედას და მამინაცვალს სტუმრობდა კუინსლენდიდან, სადაც ის ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. ტოქსიკოლოგიის შედეგების მიხედვით, ჩარლიზს ორგანიზმში პრეპარატ სეროქუელის კვალი აღმოაჩნდა, რომელსაც მამინაცვალი ჯასტინ სტეინი მოზარდს შიზოფრენიის სამკურნალოდ აძლევდა. პროკურატურის მტკიცებით, სტეინი იყო „უკანასკნელი ადამიანი“, ვინც ჩარლიზი ნახა და მამაკაცი მკვლელობაში ეჭვმიტანილია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე 34 წლის ჯასტინ სტეინმა ბრალდება უარყო. მისი მტკიცებით, ჩარლიზი საკუთარმა დედამ კალისტა მუთენმა მოკლა. მისივე თქმით, ბავშვი მის სახელს, ჯასტინს, ყვიროდა, შემდეგ კი დედას სთხოვდა, არ ესროლა მისთვის. სტეინმა აღიარა, რომ ჩარლიზის ცხედარი გადააგდო, მაგრამ მკვლელობა 2022 წლის 12 იანვარს დედამ ჩაიდინა და მოგვიანებით შეიტყო, რომ სხეული კასრში მოათავსა. დედა დანაშაულს არ აღიარებს.
სასამართლო პროცესის შემდეგ, 12 ნაფიც მსაჯულს ერთსულოვანი განაჩენის გამოსატანად შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეთ.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისიდან
07/05/2026