ინგლისში, ქალაქ ლანკაშირში, 31 წლის მამაკაცმა დენიელ ჰარდქესთლმა ორი წლის შვილი დემიონ რასელი სასიკვდილოდ სცემა. დემიონი საავადმყოფოში სხეულზე მიყენებული დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა ბავშვი დაიღუპა.
დენიელ ჰარდქესთლმა პოლიციას განუცხადა, რომ ბიჭმა თავი სამზარეულოს მაგიდას ჩამოარტყა, მაგრამ პათოლოგმა აღმოაჩინა, რომ მოზარდის დაზიანებების ხარისხი არ შეესაბამებოდა აღნიშნულ განცხადებას.
მოგვიანებით დადგინდა, რომ ჰარდქესთლმა შვილი სასიკვდილოდ სცემა. ბავშვს ბარძაყზე ზრდასრული ადამიანის ნაკბენის კვალი, ნეკნების მოტეხილობა და სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ლანკაშირის საგრაფოს სასამართლოს დასკვნით, „ჰარდქესთლის მიერ ბავშვისთვის მიყენებული სასიკვდილო დაზიანებების ხარისხი მიუთითებს, რომ მან წინასწარ განიზრახა, რომ დემიონი ეცემა და მისთვის სხეულზე, სულ მცირე, სერიოზული ზიანი მიეყენებინა, რაც ბავშვის ტრაგიკული სიკვდილის პირდაპირი მიზეზი გახდა“.
ნაფიცმა მსაჯულებმა დენიელ ჰარდქესთლი მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
0
0