
ექიმმა, რომელსაც მიწოდების სერვისით სახლში ნაყინი [„Yummo“] მიუტანეს, დესერტში „ადამიანის თითი“ აღმოაჩინა.
Mirror-ის ინფორმაციით, ინციდენტი ინდოეთში, მუმბაიში, 12 ივნისს მოხდა.
„ლანჩის შემდეგ ნაყინის მირთმევისას, დესერტში ჩასმულ 3 სმ-იან „ხორცის ნაჭერს“ წავაწყდი - ეს ადამიანის თითი იყო. „ხორცის ნაჭერი“ პარკში ჩავდე და ნაყინის მწარმოებელ კომპანიას ინციდენტის შესახებ მივმართე, თუმცა მას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია,“ - თქვა ექიმმა ბრენდან ფერაომ.
ბრენდანის დამ აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას. მწარმოებლის წინააღმდეგ შესაბამისი მუხლით საქმე უკვე აღძრულია.
პოლიციამ დესერტში აღმოჩენილი „თითი“ შემდგომი გამოძიებისთვის კრიმინალისტიკის ლაბორატორიას გაუგზავნა, რის შემდეგაც, ნაყინის მწარმოებელი Yummo Ice Creams-ი და შემფუთავი ობიექტებიც შემოწმდება.
0
0