
იორკშირის ქალაქ ლიდზის პოლიციამ განაცხადა, რომ 32 წლის მამაკაცი კურიერის მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდზელი მამაკაცი 42 წლის კლაუდიუ-კაროლ კონდორის [შეფილდიდან] მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. კონდორმა Amazon-ის მომხმარებელს ამანათი ჩააბარა და, როდესაც თავისი ფურგონისკენ ბრუნდებოდა, მამაკაცი შენიშნა, რომელიც ფურგონის მოპარვას ცდილობდა. მძარცველმა სწრაფად დაძრა ფურგონი, ხოლო კონდორმა მგზავრებისთვის განკუთვნილ კაბინაში ნახევრად ასვლა მოახერხა, თუმცა ფურგონი გზატკეცილზე ორ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. მძარცველმა დაშავებული კურიერი ქუჩაში მიატოვა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ კურიერი უგონო მდგომარეობაში იპოვა. თვითმხილველები მამაკაცისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ცდილობდნენ. თუმცა, ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
დასავლეთ იორკშირის პოლიციის განცხადებით, დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში რჩება და მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
0
0