23/07/2023
10:41
მსოფლიო
მექსიკის ხელისუფლება ეძებს მამაკაცს, რომელმაც, მათი თქმით, ბარს ცეცხლი განზრახ წაუკიდა. შემთხვევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი შაბათს 1:33 საათზე გაჩნდა ბარში „სან ლუის რიო კოლორადოში“, შეერთებული შტატების სასაზღვრო ქალაქ სან ლუისთან, არიზონაში.
განცხადების თანახმად, ხანძრის გაჩაღებაში ეჭვმიტანილმა პირმა, დაწესებულების კარებთან აალებადი ნივთი მას შემდეგ ისროლა, რაც უსაფრთხოების თანამშრომლებმა ის შენობიდან გაიყვანეს.
„რამდენიმე მოწმის ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ ბარში ქალებს უპატივცემულოდ ექცეოდა და ამიტომ გააძევეს, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ ბარში ნასროლი ნივთი აღწერა, როგორც „ერთგვარი მოლოტოვის კოქტეილი“. დაღუპული 11 ადამიანიდან შვიდი მამაკაცი და ოთხი ქალია. დაშავებულია ოთხი ადამიანი.
0
0