04/12/2023
21:35
მსოფლიო
შეერთებულ შტატებში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც იარაღსა და ნარკოტიკებს უკანალში მალავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია WEHT იუწყება.
შემთხვევა ინდიანას შტატში მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მანქანის ჩხრეკა 32 წლის ჩიკაგოელი კრისტოფერ ბოიდის საეჭვო ქცევის გამო გადაწყვიტეს. ჩხრეკისას მამაკაცს წინდაში აბების შეკვრა უპოვეს. ბოიდმა განმარტა, რომ ხერხემალში მოხვედრილი ტყვიის გამო იძულებულია გამუდმებით ტკივილგამაყუჩებელი აბები სვას, რომლებიც დეიდამ მისცა. როდესაც პოლიციელებმა ჰკითხეს, რატომ ჰქონდათ აბებს განსხვავებული ფორმა, ბოიდმა თქვა, რომ შეიძლება დეიდას თავის წამლებში აერია.
პოლიციელებმა შენიშნეს, რომ მამაკაცი კოჭლობდა და უცნაურად მოძრაობდა. საბოლოოდ ის პოლიციაში მიიყვანეს და რენტგენზე გააშუქეს, სადაც უკანალში მოთავსებული იარაღი და ნარკოტიკებით სავსე ორი პარკი გამოჩნდა.
ბოიდს ბრალი ნარკოტიკების შენახვისა და გავრცელების, ასევე იარაღის შენახვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წაუყენეს.
0
0