უელსის ქალაქ ბრეკონში, 57 წლის მამაკაცს, სახლში შეფრენილმა ათობით კრაზანამ ტანზე 160-ჯერ უკბინა. ბრეკონის ჯაზფესტივალის ორგანიზატორი ენდრიუ პაუელი სახლის წინ იმყოფებოდა, როდესაც მოსავლის აღებისას ფერმერმა კრაზანების ბუდე შემთხვევით ჩამოშალა. პაუელი, კრაზანების გუნდისგან თავის დაღწევის მიზნით, საშხაპეში შევარდა, მაგრამ მწერების მოგერიება ვერ მოახერხა.
„საშხაპეში შევაფარე თავი, მაგრამ ისინი გამომყვნენ, ტანსაცმელში შემოაღწიეს და მთელ სხეულზე მკბენდნენ. ასევე თავზე 15 ნაკბენი მაქვს,“ - თქვა პაუელმა.
ენდრიუ პაუელი ბრეკონის ომის მემორიალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„დროდადრო გონს ვკარგავდი. მხოლოდ თეთრ შუქს ვხედავდი და მეგონა, ვკვდებოდი. საშინელი ტკივილები მქონდა. ექიმები ადრენალინით, მორფინით და კო-კოდამოლით მმკურნალობდნენ. ისინი რომ არა, მკვდარი ვიქნებოდი. შოკირებული ვიყავი, როცა ექიმმა სხეულზე 160 ნაკბენი აღმომიჩინა,“ - იხსენებს პაუელი.
ენდრიუ პაუელი ამჟამად სახლში, რეაბილიტაციის რეჟიმში, იმყოფება.
0
0