05/06/2023
23:45
მსოფლიო
მოსკოვის მახლობლად, რამენსკოიში ლუდის ავზიდან უზბეკეთის მოქალაქე, გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს, რომელიც მანამდე რეზერვუარში ჩავარდა. ტრაგედია 3 ივნისს მოხდა. - ინფორმაციას ntv ავრცელებს.
მამაკაცს კერძო ლუდსახარშის მახლობლად მდებარე ტერიტორიის გაკეთილშობილება-გამწვანება დაავალეს.
მეპატრონე წავიდა და როცა დაბრუნდა, მებაღე ვერ იპოვა.
მალე მასთან მივიდა თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ ერთ-ერთ რეზერვუარზე ლუქი იყო გახსნილი, იმავე კონტეინერზე ონკანი დაკეტეს და იატაკზე საფუარი დაიღვარა.შედეგად, დაკარგული ადამიანი იპოვეს ავზის ფსკერზე, ორი ათასი ლიტრი მოცულობით. შემთხვევის ადგილზე ექიმები გამოიძახეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ლუდსახარშის მეპატრონე თვლის, რომ მუშას ლუდის დალევა სურდა: მან ონკანი მოუშვა და საფუარი გადმოასხა. მერე გადაწყვიტა სასმელი ზემოდან აეღო, ლუქი გახსნა და ორთქლისგან თავბრუდახვევა იგრძნო, რის გამოც რეზერვუარში ჩავარდა.
0
0