-share.jpg)
შიდა ქართლში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 60 წელს გადაცილებული მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებული მოზარდის მამის მეგობარია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 წლის მოსწავლეზე ძველ ფარდულში, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სისტემატურად ძალადობდა.
„თქვა, რომ „სარაიაის“ ტუალეტში ვიყავიო, რომ გამოვიარეო „სარაიაში“ დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენო ეს გოგო და შენი ქმარიო. მეზობლის ბავშვია, მაგის მამა შვილიშვილით ჰყავდა ჩემს ქმარს. ვკითხეთ, როგორ დაინახე, უკვე დარეკილი რომ ჰქონდა, მე ვუთხარი „გახდილები იყვნენ? როგორ დაინახე?“ და „არაო, ჩაცმულები ეხვეოდნენ ერთმანეთსო“. ჩემმა გოგომ რომ გაიგო ეს, შოკში ვიყავით ყველანი. ჩემმა შვილმა, მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო და ჩემმა შვილმა დარეკა“ , – აცხადებს ბრალედბულის ცოლი.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0