08/05/2023
19:23
სამართალი
ძალადობის შემზარავი ფაქტი სამეგრელოში.
წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, მამაკაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან.
სავარაუდო მსხვერპლიც და სავარაუდო მოძალადეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია.
14 წლის გოგო დედასთან ერთად პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, მამის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
“ბავშვს ათქმევინეს გუშინ, ბიძამისიც, ბიცოლაც ყველა იქ იყო.. მამის მხარე... დაკითხავენ და შემდეგ მიჰყავთ ქუთაისში ექსპერტიზაზე”, - ამბობს მედიასთან წყარო.
ამასთან, ვრცდლდება ინფორმაცია, რომ მამა შვილზე სექსულრად წლების განმავლობაში ძალადობდა.
მომხდარზე სოფელში საუბარი უჭირთ.
არასრულწლოვანი გოგონას გამოკითხვა დედისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით მიმდინარეობდა. საქმეს წალენჯიხის პოლიცია იძიებს. დაკითხვის შემდეგ მოზარდს ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.
0
0