
ჩჟანმა, ორი შვილის მამამ, დაიწყო ურთიერთობა იესთან, რომელმაც თავიდან არ იცოდა, რომ ჟანი დაქორწინებული იყო და შვილები ჰყავდა.
შემდეგ მან ''წაახალისა'' ჩჟანი, მოეკლა თავისი ორი შვილი, რადგან „მიიჩნევდა, როგორც დაბრკოლებას“, მათი ქორწინებისთვის და რომ ისინი ამძიმებდნენ მათ მომავალ ერთობლივ ცხოვრებას“, - ნათქვამია ქალაქ ჩუნცინის სახალხო სასამართლოს განცხადებაში.
2020 წლის ნოემბერში, ჩჟანმა თავისი შვილები - ორი წლის ქალიშვილი და ერთი წლის ვაჟი - ბინის ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ კი დაბლა ჩაირბინა, რათა გულდამძიმებული გამოჩენილიყო მომხდარის გამო.
პატარა გოგონა მყისიერად გარდაიცვალა, ბიჭმა კი მიყენებული დაზიანებებით ცოტა ხანს იცოცხლა და მალევე გარდაიცვალა.
ბავშვების დედის, ჩენ მეილინის თქმით, ჩჟანმა შვილები მას შემდეგ მოკლა, რაც მისმა შეყვარებულმა მაჯებზე ვენები გადაიჭრა: „ამ დროს ჩჟანი იეს ესაუბრებოდა ვიდეოზარით და დაინახა, როგორ მიიყენა ჭრილობა მისმა შეყვარებულმა. ჩჟანს შეეშინდა, „ტელეფონი დაუვარდა, მერე ორივე ბავშვი აივნიდან გადააგდო“.
ბავშვების მამა და მისი საყვარელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. წყვილს სიკვდილით დასჯა 2021 წლის დეკემბერში მიუსაჯეს, სისრულეში კი დღეს მოიყვანეს.
0
0