მაკრონმა პრეზერვატივების უფასოდ გაცემა დააანონსა
08/12/2022
23:31
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დააანონსა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან აფთიაქები პრეზერვატივებს 18-25 წლის ახალგაზრდებზე უფასოდ გასცემენ.
„აფთიაქებში პრეზერვატივი უფასო იქნება 18-25 წლის მოზარდებისთვის. ეს 1 იანვრიდან დაიწყება. ეს არის პატარა რევოლუცია პრევენციაში“, - განაცხადა მაკრონმა ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ ეროვნული საბჭოს სხდომაზე.
ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ AFP-ზე დაყრდნობით იუწყება.
საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა კონტრაცეფციის აუცილებლობასა და აივ-ის გავრცელების პრევენციაზე ისაუბრა.
ცნობისთვის, გასულ წელს საფრანგეთმა დაამტკიცა კანონი უფასო კონტრაცეფციისა და გინეკოლოგთან კონსულტაციისთვის 25 წლამდე ასაკის ქალების კომპენსაციის შესახებ.
0
0
329
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%