-share.jpg)
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე:
"პირველი ის, რომ მაკრონმა ივანიშვილს ყური აუწია.
მეორე, ეს არის იმ რეალობის აღიარება, რომ საქართველოს ჰყავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიცმ მართავს - არანაირი ლეგიტიმაცია, არც ე.წ. პრემიერს და არც, რაღაც შეკრებას, რომელსაც ისინი პარლამენტს ეძახიან არ აქვს.
მესამე, მივესალმები, რომ ასეთი მაღალი რანგის ჩართულობა არის კრიზისში, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მოაქვს მშვიდობის ნაცვლად ქაოსი, დაპირისპირება და რეპრესიები.
ჩვენი მოთხოვნები, ძალიან კონკრეტულია - უპირობოდ განთავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის და მეორე, ახალი არჩევნების დანიშვნა." - თქვა, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის დღეს, 11 დეკემბერს, ქართული ოცნების Facebook გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატვით, მასსა და ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026