
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილისა და მაკრონის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
რესპუბლიკის პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით სატელეფონო საუბარი გამართა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან.
მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოითხოვა ყველა იმ პირის გათავისუფლება, ვინც თვითნებურად დააკავეს და მოუწოდა პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველო გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და კიდევ ერთხელ დაადასტურა რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად იმოქმედებს ის მიმართულებები, რომლებიც იყო ან იქნება მიღებული.
მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემისკენ, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა", — ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026