11/11/2023
10:58
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეწყვიტოს. ის აცხადებს, რომ დაბომბვა "არანაირი გამართლება" არ აქვს და ცეცხლის შეწყვეტა ისრაელს სარგებელს მოუტანს.
BBC-სთან ინტერვიუში ის აღიარებს ისრაელის უფლებას საკუთარი თავი დაიცვას, თუმცა მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კითხვაზე, სურს თუ არა, რომ სხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის, ჩაერთონ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებში, მაკრონი პასუხობს, რომ ამას იმედოვნებს. მაკრონმა აქვე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ტერორისტული ჰამასის ქმედებებს.
"ეს ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ისრაელს მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს", - განაცხადა მან.
0
0