
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთში ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ არასდროს ყოფილა მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან ყირგიზეთში. რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
„შევხვდი ჩემს კოლეგას, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და შესაძლებლობებზე, რაც არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რაც ეხება სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე პროგრამა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს და მხარეებს შორის გაგრძელდება მუშაობა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის.
„პოტენციალი ნამდვილად არის, დაინტერესება არის განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ კონტექსტში, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყირგიზულ მხარესთან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0
ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
12/06/2026