12/02/2024
13:21
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/427878325_1551645785584798_2818640355998126053_n.png )
ამერიკულმა მუსიკალურმა კომპანიამ Sony Music Group-მა ცნობილი ამერიკელი მომღერლის მაიკლ ჯექსონის სიმღერების კატალოგის ნახევარი დაახლოებით 600 მილიონ დოლარად შეიძინა. სრული კატალოგის ღირებულება კი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული გარიგება დღემდე ყველაზე მსხვილი შეთანხმებაა სოლო შემსრულებლისთვის.
,,მაიკლ ჯექსონი, რომელიც 50 წლის ასაკში, 2009 წელს გარდაიცვალა, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოპ-ვარსკვლავად ითვლება, რომელმაც, მსოფლიო მასშტაბით, 400 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. თუმცა ეს მაჩვენებელი სადავოა და შესაძლოა რაოდენობა გაცილებით მაღალი იყოს.
ბიოგრაფიული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჯექსონის ძმისშვილი ასრულებს, ასევე შეთანხმების მიმართ ინტერესს გაზრდის. შეთანხმებაში ასევე შედის რეი ჩარლზის, ელვის პრესლის და არეტა ფრანკლინის რამდენიმე სიმღერა, რომლებიც ჯექსონის კომპანიამ Mijac-მა შეიძინა. მანამდე კი, 2021 წელს, ცნობილმა ამერიკელმა როკ არტისტმა ბრიუს სპრინგსტინმაც გაყიდა თავისი ყველა ალბომი და მუსიკალური უფლება 500 მილიონ დოლარად.
გავრცელებული ინფორმაციით, როკ-ჯგუფი Queen-ც მსგავს გარიგებას გეგმავს,“ - წერს BBC-ი.
0
0