07/01/2025
15:05
მსოფლიო
ილონ მასკმა ჯორჯ სოროსი "თავშესაფრის მაძიებელთა ყალბი კოშმარის" შექმნის გამო დაადანაშაულა [რომელმაც ამერიკა და ევროპა გაანადგურა] და ის ,,ვარსკვლავური ომების’’ ბოროტმოქმედ პერსონაჟად, იმპერატორად, წარმოაჩინა.
ილონ მასკმა ჯორჯ სოროსს „მაგნეტო“ - იქს-ადამიანების განმასახიერებელი მაგნიტური ძალების მქონე კომიკური პერსონაჟი - უწოდა.
ცოტა ხნის წინ, ილონ მასკმა პირადი ზიზღი გამოხატა ჯო ბაიდენის მიერ სოროსის თავისუფლების მედლის დაჯილდოვების ფაქტთან დაკავშირებით.
"მაგნეტო, დიდი ძალის მქონე მუტანტი, რომელსაც სძულდა კაცობრიობა", - წერს ილონ მასკი X-ზე.
მანამდე კი, მასკმა განაცხადა, რომ ჯორჯ სოროსი ის ადამიანია, რომელსაც კაცობრიობა სძულს. ილონ მასკის აღნიშნული კომენტარი განიხილება, როგორც პასუხი მარიო ნავფალის (@MarioNawfal) მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე:
,,სოროსის პოლიტიკური ჩარევა იმაზე დიდია, ვიდრე თქვენ გგონიათ. ბრექსითით დაწყებული და აშშ-ის არჩევნებით დამთავრებული, ჯორჯ სოროსს ჩვევად გადაექცა თავისი მილიარდების ჩაყრა პოლიტიკურ საქმეებში, რომლებიც მის დღის წესრიგს შეესაბამება. მისი ღია საზოგადოების ფონდები აფინანსებს ყველაფერს, მათ შორის, აქტივისტურ ჯგუფებს და მედიის დამკვირვებლებს, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ, მსოფლიოს მასშტაბით, გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე. აშშ-ში, სოროსი პროგრესულ ჯგუფს - Media Matters for America - აფინანსებს, რომლის სამიზნე კონსერვატიული მედიაა.
ის აქ არ ჩერდება! კომპანია Wikimedia-მ, სულ მცირე, სამი გრანტი მიიღო სოროსის ფონდისგან - მათგან ერთ-ერთი 330 000 აშშ დოლარად. მან ასევე 350 000 აშშ დოლარზე მეტი გადასცა DEI-ს მომხრე, ბრექსითის მოწინააღმდეგე ევროპულ მოძრაობას დიდ ბრიტანეთში. სოროსი ამას უწოდებს „დემოკრატიის ხელშეწყობას“, მაგრამ კამპანიების, მედიისა და პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსება ჩარევას უფრო ჰგავს.
ღია საზოგადოების ფონდების მეშვეობით, სოროსმა 19743 გრანტი გასცა. დადგა თუ არა დრო, რომ სოროსი პოლიტიკის მიღმა დარჩეს? მედია სოროსს ისე დაესხმება თავს, როგორც ილონს? ჩვენ ვიცით, რომ - არა.’’
0
0