-share.jpg)
“სააკაშვილი სიმართლეს ამბობს. ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება” - აცხადებს ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე გონების კარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით.
ადვოკატი აპირებს გამოითხოვოს ის კადრები, რაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის გუშინდელ ეპიზოდს ეხება.
"რაც შეეხება რკინის მაგიდას, რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. ის სიმართლეს ამბობს. რაც შეეხება ჩხაიძის განცხადებას, ჩხაიძე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და მის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება. ვნახეთ ამ სამსახურის წარმომადგენლები, რა ქმედებებს ახორციელებდნენ სასამართლო პროცესებზე. აბსოლუტურად ყველაფერს იტყუება“, - განაცხადა "ვივამედში" მისულმა შალვა ხაჭაპურიძემ.
სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით კი, ადვოკატი ამბობს, რომ ვერაფერს იტყვის რა ეტაპზეა საქმის წარმოება სტრასბურგში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, გუშინ მან ორჯერ დაკარგა გონება და თავი დაარტყა რკინის მაგიდას. ინფორმაციას უარყოფს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი. ჩხაიძე ამბობს, რომ პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.
0
0