28/04/2023
18:55
საზოგადოება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მას მაღალი სიცხე და მაღალი არტერიული წნევა აქვს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს უჭირს კომუნიკაცია და საუბარი.
"პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გუშინდელი ღამე იყო ძალიან მძიმე გასათენებლად და ძალიან გაუჭირდა. თეთრად გაათენა მაღალი ტემპერატურის, მაღალი წნევისა და პრობლემური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გართულებულია მასთან კომუნიკაცია.
კარგად გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას, გაეროს ოფისში ფეხზე მდგომი და ტაშით შეხვდნენ ადამიანს, რომელსაც არ უჭირს სიტყვებისთვის ფიქრი, ძებნა არ უწევს სათქმელის გადმოსაცემად. სწორედ ამ ადამიანს უჭირს კომუნიკაცია, უჭირს საუბარი, უჭირს ის რაც ჩვენთვის ნორმალურია, აზრის მარტივი გადმოცემა" - ამბობს ჩალაძე.
0
0