ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ X-ის მფლობელთან, ილონ მასკთან საჯარო დავის შემდეგ ქვეყანაში X-ზე წვდომა 10 დღით შეზღუდა.
2024 წლის ივლისში ჩატარებულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასკმა მადურო დიქტატორად და "ჯამბაზად" მოიხსენია და თქვა, რომ მან არჩევნები გააყალბა. მადურომ კი მასკი არჩევნების დროს ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს წინააღმდეგ "კიბერ გადატრიალების" მოწყობის მცდელობასა და "სიძულვილის, ფაშიზმისა და სამოქალაქო ომის" წახალისებაში დაადანაშაულა.
"X-ის მფლობელი ილონ მასკია და მან ყველა წესი დაარღვია. [...] მან წესები სიძულვილის, ფაშიზმის, სამოქალაქო ომის, სიკვდილისა და ვენესუელელ ხალხს შორის დაპირისპირებისა წახალისებით დაარღვია და ვენესუელის ყველა კანონი დაარღვია". - თქვა მადურომ სატელევიზიო მიმართვისას, რომელშიც განკარგულების შესახებ გამოაცხადა.
არჩევნების დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, The Carter Center-მა, რომელიც ვენესუელის მთავრობამ მიიწვია, თქვა, რომ კიბერთავდასხმის არანაირი მტკიცებულება არ უნახავთ.
0
0