
მადლობა მარიამს, რომ სასამართლოში იჩივლა. იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული „თავისუფლება“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.
როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, თავდასხმის გამო შეიქმნა მარიამ ლაშხის არასრულწლოვანი შვილისთვის დამაშინებელი გარემო.
„მარიამ ლაშხს სამი გაუგებარი არსება რომ დაესხა თავს, ადამიანურად ხომ ამაზრზენია, ამავდროულად იქ მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნა და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რაც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია.
ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა. იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის სრული თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული „თავისუფლება“, -წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თავს აქტივისტები - მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი დაესხნენ.
17 მაისს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, მარიამ ლაშხმა აქტივისტებს სასამართლოში უჩივლა.
0
0