
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” მთელი გულით ევგენი პრიგოჟინს უჭერდა მხარს.
“გუშინ ის [მიხეილ სააკაშვილი] ისევე როგორც მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა, გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს. უძღვნიდნენ მათ ეპიტაფიებს, ლექსებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვურჩიეთ მათ დილიდანვე არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოველინათ ეს ზედმეტი აჟიტირება, თუმცა არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი. ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც “Go Go Zhenia!”-ს პოსტავდა დილიდან მოყოლებული, პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო. ამით ამაყობდა პრიგოჟინი, რომ მან მოაწყო უკრაინელების სასაკლაო, ხორცსაკეპი და ასეთ კაცს გულშემატკივრობდა მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა.
თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის უნარის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა გუშინწინ, თუ როცა იყო, საქართველოს, ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში, მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები, ეს “გო გო ჟენიები” არ არიან დღეს ხელისუფლებაში, მადლობა ღმერთს, ქვეყანა არის გადარჩენილი, იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება, ესენი არიან კოლექტიური “გოუ გოუ ჟენიები, პრიგოჟინისტები” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0