
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რომის ახალ პაპ ლეო XIV-სთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკის შეფასებით, საუბარი იყო „ძალიან თბილი“ და „შინაარსიანი“.
„მადლობა გადავუხადე უკრაინის და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ მისი უწმინდესობის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, საუბრისას განიხილეს რუსეთის მიერ დეპორტირებული ათასობით უკრაინელი ბავშვის თემა. ზელენსკიმ ასევე დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა ნებისმიერი ფორმატით, განსაკუთრებით პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.
„მისი უწმინდესობა უკრაინაში სამოციქულო ვიზიტით მოვიწვიე. ასეთი ვიზიტი ყველა მორწმუნეს, ჩვენს ხალხს რეალურ იმედს მოუტანს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ კონტაქტს და უახლოეს მომავალში დავგეგმავთ პირად შეხვედრას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0