ნოტების გაციფრება და შემდეგ გამოცემა არის საწინდარი იმისა, რომ ეს ნოტები იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს მნიშვნელოვანია ქართული გალობის სწორად შესწავლისთვის, სწორად სწავლებისთვის და ასევე მომავალი თაობებისთვის სწორად გადაცემისთვის, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენაზე განაცხადა.
„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს საპატრიარქოს, დედა ეკლესია და საპატრიარქოს გალობის ცენტრსა და მის ხელმძღვანელს, ჩვენს ტრადიციულ მეგობარს, მრჩეველს, მეუფე დავითს, მადლობა ყველა მეუფეს, რომელიც დახმარებას გვიწევს, რომ ქართულ ტაძრებსა და ეპარქიებში ქართული გალობა სწორედ ამ ტრადიციის მიხედვით გაგრძელდეს და აღდგეს.
მადლობა მინდა ვუთხრა ფონდ „ქართულს“ - რომ არა ისინი, ჩვენ დამოუკიდებლობის შემდეგ ბევრი გაჭირვებისა და ჭირ-ვარამის გამო, დღემდე ამ ფორმატში ქართულ კულტურას ვერ მოვიტანდით. ასევე უღრმესი მადლობა ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, ქალბატონ ნანას, ფონდ „ქართულ გალობას“. ჩვენთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს სისტემაში და მით უმეტეს ამ ცენტრში ასეთი მაღალი წარმომადგენლობა იკრიბება, ამიტომ მადლობა დროისთვის და მობრძანებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენა იმართება.
0
0