
მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მუშაობენ უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.
„მადლობა, ამერიკა, მადლობაა მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, – წერს ზელენსკი.
თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა.
უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში, შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.
0
0