
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის შეხვედრას ეხმაურება.
"მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკის მხარდაჭერისთვის. ამის გამბედაობა აქამდე არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია. მადლობა ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის. ამერიკა თქვენს გვერდიგვერდაა“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა.
უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში, შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.
0
0