01/10/2024
19:53
პოლიტიკა
ლუზერობასაც აქვს საზღვარი ირაკლი კობახიძე - ასე მიმართავს სოციალურ ქსელში "გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს.
მეზვრიშვილს აქვე აინტერესებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას რა ბედი ეწევა.
"მართლა არ ვიცი რა ვთქვა. გუშინ კი ვთქვი ფეხში ისროლესთქო. როგორც ჩანს, წამოეწიათ რისხვა. იმ დონეზე არიან გასულები, ჰგონიათ უდიდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციას არჩევნებზე აკრძალავენ და საერთაშორისო საზოგადოება გულხელდაკრეფილი იჯდება. ლუზერობასაც აქვს საზღვარი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze. ახლა „დამოუკიდებელი“ ანტი-კორუფციული იმოქმედებს „დისკრეციის“ ფარგლებში.
მაგრამ „თავისუფალი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას რას უპირებთ? ნუთუ ასე შეურაცხყოფთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართლიან სასამართლოს, რომ მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობისკენ მოუწოდებთ თქვენი კორუფციის მცველ თქვენივე ფილიალს?
ეს სიგიჟე მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - მაგრად უჭირთ" - წერს მეზვრიშვილი.
0
0