
ლუვრის მუზეუმმა კონსტრუქციული პრობლემების გამო ერთ-ერთი გალერეის დახურვის შესახებ განაცხადა. მუზეუმის ინფორმაციით, ცხრა ოთახისგან შემდგარი გალერეა “კამპანა”, სადაც ბერძნული კერამიკაა განთავსებული, დაკეტილი დარჩება, რადგან ინჟინრები „იატაკის საყრდენ ძელებს“ იკვლევენ.
სამეფო სამკაულების გახმაურებული ქურდობიდან სამი კვირის შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში აუდიტორთა სასამართლომ გააკრიტიკა მენეჯერები, რომლებმაც მუზეუმის ძირითადი მოვლა-პატრონობისა და დაცვის ნაცვლად, ხელოვნების ახალ ნიმუშებსა და გამოფენებში ინვესტირება ამჯობინეს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მუზეუმმა ხელოვნების ახალი ნიმუშების შესაძენად 105.4 მილიონი ევრო, ხოლო საგამოფენო სივრცეებისთვის - 63.5 მილიონი ევრო დახარჯა. თუმცა, ამავდროულად, მუზეუმმა მხოლოდ 26.7 მილიონი ევრო გამოყო სარემონტო სამუშაოებისთვის, ხოლო სასახლის შენობის რესტავრაციისთვის - 59.5 მილიონი ევრო.
0
0
Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა
18/11/2025