24/06/2023
21:24
მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო მისი შეთავაზება „ვაგნერელების“ მოძრაობის შეჩერებაზე და ვითარების დეესკალაციაზე. თავად პრიგოჟინს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
რუსული მედიის გავრცელებული ცნობების თანახმად, ლუკაშენკო, პუტინთან შეთანხმებით, პრიგოჟინთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.
პრესსამსახურის განცხადებით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი დათანხმდა მისი ძალების მოძრაობის შეჩერებას და დეესკალაციისთვის ნაბიჯების გადადგმას. გარდა ამისა, მინსკი იტყობინება, რომ „ვაგნერელებმა“ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები.
„[პრიგოჟინი და ლუკაშენკო] შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიანი ბრძოლის გაჩაღება დაუშვებელია. ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეთავაზება კომპანია „ვაგნერის“ შეირაღებული პირების რუსეთის ტერიტორიაზე მოძრაობის შეჩერების შესახებ და დაძაბულობის დეესკალაციის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.
ამ მომენტისთვის, მაგიდაზე დევს სიტუაციის მოგვრების აბსოლუტურად მომგებიანი და მისაღები ვარიანტი, ვაგნერის მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
0
0