29/05/2023
15:46
მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ რომელიმე სხვა ქვეყანას სურს გაწევრიანდეს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში, "ბირთვული იარაღი ყველასთვის იქნება".
როგორც 28 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინის ერთგულმა მოკავშირემ, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, „სტრატეგიულად გასგები უნდა იყოს“, რომ მინსკსა და მოსკოვს გაერთიანების უნიკალური შანსი ჰქონდათ.
„არავინ არის წინააღმდეგი, რომ ყაზახეთს და სხვა ქვეყნებს ისეთივე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორიც ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. თუ ეს საკითხი ვინმეს აწუხებს... ძალიან მარტივია: შეუერთდით რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს. სულ ეს არის: ბირთვული იარაღი ყველასთვის იქნება. ეს ჩემი საკუთარი შეხედულებაა და არა რუსეთის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
რუსეთი და ბელარუსი ფორმალურად წარმოადგენს ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან შემდგარ სამოკავშირეო სახელმწიფო-ალიანსს, რომელსაც შეუძლია, სხვა ქვეყნებიც მიიზიდოს.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმა კვლავ ძალაშია. კრემლს ასეთი ქობინები რუსეთის ფარგლებს გარეთ საბჭოთა კავშირის დაშლის [1991 წელს] შემდეგ არ განულაგებია.
0
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
22/09/2024