11/04/2022
21:08
პოლიტიკა
გვყავს მკაფიო აგრესორი და მკაფიო მსხვერპლი, მსხვერპლი არის უკრაინა, რომელიც იცავს თავს სამხედრო გზით და იღებს მსოფლიოს ბევრი კუთხიდან მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ლუკას მანდლიმ „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის რაღაც უპრეცედენტო ისტორიაში, უსისხლო თავდაცვა სისხლიან თავდასხმებზე და ეს არის სანქციები. სანქციები არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება.
კიდევ არის მესამე ნაწილი დამატებით – თითოეულ სახელმწიფოს აქვს სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობა, თითოეულ ქვეყანას აქვს სპეციფიკური ცოდნა ამ შემთხვევაში აგრესორთან და ამ ორ ნაწილში საქართველო აშკარად განსაკუთრებულია, როცა ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომლის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია კრემლის მიერ და როცა ვსაუბრობთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ აგრესიულ ქცევას.
როცა თბილისის ქუჩებში დავდივარ, უკრაინის ძალიან ბევრ დროშას ვხედავ. როცა ვხედავ ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობას ქართველი ხალხის მიერ გაგზავნილს, არ მიჩნდება ეჭვი ქართველი ხალხის სოლიდარობაში“,- განაცხადა ლუკას მანდლიმ.
0
0