
ახალი კვლევის თანახმად, გასულ კვირას, ლონდონში სიცხის დარტყმისგან 263 ადამიანი დაიღუპა, როდესაც მზემ კორპუსები, ასფალტის საფარი და მოხუცებულთა სახლები დაწვა.
ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერების განცხადებით, ბრიტანული საკლასო ოთახები, სახლები და საავადმყოფოები მოუმზადებლები არიან მზარდ ტემპერატურასთან გასამკლავებლად. გასულ კვირას, ლონდონში ტემპერატურამ 34.7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რამაც საავადმყოფოების მუშაობა შეაფერხა.
,,ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 65 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც უკვე არსებული სამედიცინო პრობლემები აქვთ, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. ასევე საფრთხეში არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალები, რომლებსაც უჭირთ სხეულის ტემპერატურის რეგულირება.
მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია ჯანდაცვის, სოციალური და მზრუნველობის სექტორის შენობების გათბობისთვის ადაპტირებისთვის. კონდიცირებას შეუძლია შეამციროს საფრთხე შენობაში, მაგრამ ასევე შეიძლება პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვიოს. რეკომენდებულია გაგრილების სხვა ფორმების (როგორიცაა ჟალუზები და ხეები) გამოყენება,’’ - განუცხადა Sky News-ს მკვლევარმა ქლოე ბრიმიკომბმა.
0
0