
დიდ ბრიტანეთში, ლონდონში პროპალესტინური აქცია გაიმართა, რა დროსაც სამი სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ ერთმა ოფიცერმა სახის სერიოზული დაზიანება მიიღო მას შემდეგ, რაც მას ბოთლი ესროლეს.
„ეჭვმიტანილი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული, მაგრამ პოლიცია იძიებს“, - აღნიშნა ადგილობრივმა სამართალდამცველმა.
პოლიციის განცხადებით, 40 პირი სასწრაფო დახმარების მუშაკებზე თავდასხმის, მოძრაობის შეფერხებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებით დააკავეს.
პოლიციამ განაცხადა, რომ მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა - 8000-დან 10000-მდე ადამიანი - დანიშნულ დროს ინციდენტის გარეშე დაიშალა.
„დაახლოებით 500 კაციანი ჯგუფი დარჩა და საპროტესტო აქცია განაგრძო“, - აცხადებენ სამართალდამცველები.
პალესტინის სოლიდარობის აქციის მონაწილეები, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელის შეჩერებას ითხოვდნენ.
0
0