18/10/2021
15:38
პოლიტიკა
3+3 ფორმატზე საუბრისას, ვიტყოდი, რომ სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ოსტინმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების უპირატესობას გაუსვა ხაზი.
„3+3 ფორმატზე (საუბრისას) აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, პატივს უნდა სცემდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრეს“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაა.
0
0