17/10/2021
21:31
პოლიტიკა
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
პენტაგონის ცნობით, ოსტინი ასევე აპირებს, აღიაროს ამ ორი ერის მხარდაჭერა, მათ მიერ გაღებული მსხვერპლის სახით.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველო ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ერთ სულ მოსახლეზე კონტრიბუციით სათავეშია და ამ მისიაში დიდი დანაკარგი განიცადა“, – ნათქვამია ინფრმაციაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპაში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს, დაარწმუნოს მოკავშირეები და პარტნიორები, რომ რუსული აგრესიის წინაშე არსებული მათი სუვერენიტეტის მიმართ, ამერიკა ერთგული რჩება“.
ამასთან, პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინისა და რუმინეთის ლიდერებს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ესაუბრება. მინისტრები განიხილავენ ნატო-ს 2030-ის დღის წესრიგს, ასევე, რუსეთისა და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებს.
ლოიდ ოსტინი აგრეთვე შეხვდება ამერიკულ კონტიგენტს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ხვალ ეწვევა.
0
0