
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ბუჩუკურის თქმმით, თუ „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში არ აპირებს მონაწილეობას, ამას ყველა თავად პარტიისგან გაიგებს.
„თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები.ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“, – წერს ბუჩუკური.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა: „დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები“.
0
0