09/12/2022
12:25
მსოფლიო
ვილნიუსის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ელენა კამინსკასისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ყოფილი შეყვარებულისა და მისი შვილების დედისთვის, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის გაუქმების შესახებ. ამის შესახებ გამოცემა LRT წერს.
ლიეტუვის საგამოძიებო დეპარტამენტმა ოქტომბერში განაცხადა, რომ კამინსკასი ითვლება შოიგუს შვილების უკანონო დედად და მისი ოთხი შვილიდან სამი ლიეტუვის მოქალაქეა. დოკუმენტების მიხედვით, არასრულწლოვანი ქალიშვილი, რომელიც კამინსკასს შოიგუსთან ურთიერთობის დროს შეეძინა, ლიეტვუის მოქალაქე 2019 წელს გახდა, როდესაც ის მისმა ლიეტუველმა ქმარმა ადოლფას კამინსკასმა იშვილა.
კამინსკასს ლიეტუვაში 2017 წლიდან ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა, მაგრამ ზაფხულში დაკარგა. მას, ასევე ლიეტუვაში შესვლა 5 წლით, შენგენის ქვეყნებში შესვლა კი, 3 წლის ვადით აეკრძალა.
0
0