31/12/2024
12:13
პოლიტიკა
ლიეტუვა არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.
ბუდრისის თქმით, ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და სანქციების დაწესება მისი პოლიტიკოსების მიმართ არ არის მიმართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისკენ.
„ეს არ ეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. საუბარია საქართველოს დაპირებაზე, რომელიც ერთი წლის წინ დადეს და არ შეასრულეს, რომ ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც მათთვის ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განხორციელების პირობაა. ეს მხოლოდ იმას ეხება, რომ საქართველო არღვევს დანაპირებს და არა იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ, წარვმართოთ შიდა პოლიტიკური პროცესები“, – განუცხადა ბუდურისმა ჟურნალისტებს.
ბუდრისის თქმით, ამ სხვადასხვა საკითხის გაერთიანება ზიანის მომტანია.
„არჩევნები, დემოკრატიული სტანდარტები, ეუთო, საარჩევნო ანგარიშები, ევროინტეგრაცია – ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისევე როგორც ადამიანებზე, რომლებიც აორგანიზებენ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას ქუჩაში და ათავსებენ მათ გისოსებს მიღმა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, უფრო ფართო სანქციების დაწესებისას მნიშვნელოვანია მეტი თანამოაზრე ქვეყნების პოვნა.
0
0