-share.jpg)
ლიეტუვური მედია ქვეყნის იუსტიციის ახალ მინისტრს რიმანტას მოცკუსს მეძავებთან კავშირში სდებს ბრალს.
საუბარია 18 წლის წინანდელ საქმეზე, როცა მოცკუსმა მეძავებთან წვეულება მოაწყო. მედიის მტკიცებით, 2006 წლის შემოდგომაზე გოგონები ფულის სანაცვლოდ ვილნიუსის პოლიციის დეპარტამენტის ეკოლოგიისა და სამართალდარღვევათა განყოფილების უფროსის ალგიმანტას მინკაუსკასის დაბადების დღეზე პოლიციელებს ართობდნენ. მაშინ მოცკუსი ხსენებული განყოფილების ოფიცერი იყო.
მოგვიანებით წვეულების ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა. მოცკუსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ აპირებს განცხადების გაკეთებას კერძო წვეულების შესახებ. თუმცა, ის ამავდროულად დასძენს, რომ წვეულებაზე იყვნენ მოცეკვავეები და არა მეძავები.
2006 წელს მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაც იყო დაწყებული, თუმცა მაშინ მოცკუსი არ დაუკითხავთ.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, როცა მოცკუსს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ნიშნავდა, არაფერი იცოდა სკანდალის შესახებ. მოგვიანებით, მან მოუწოდა ახალ მინისტრს საზოგადოებას პასუხი გასცეს და თქვას სიმართლე, თუ რა მოხდა 2006 წელს.
0
0