22/06/2023
16:31
მსოფლიო
ლიეტუველი კანონმდებლები გამოდიან ინიციატივით, მნიშვნელოვნად შემცირდეს ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის არეალი, რათა ამ გზით მოზარდებს მოწევის შესაძლებლობა შეეზღუდოთ. ქვეყნის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ უკვე მიიღო ცვლილებები, რომლითაც არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აიკრძალა.
რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი შეიცავს უცნობ ინგრედიენტებს, რომელთა გავლენა ორგანიზმზე შესწავლილი არ არის არ არის და მათი მოხმარება კონტროლს არ ექვემდებარება. ლიეტუვას პარლამენტის 30-მა წევრმა გამოხატა პოზიცია, რომ ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა მხოლოდ აფთიაქებში იყოს ნებადართული.
„ასე ვახდენთ რეაგირებას იმაზე, რომ ნიკოტინი და მისი მიღებისთვის საჭირო მოწყობილობა თამბაქოზე დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა ნაკლებად გამოიყენონ“, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლიეტუვას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი და ქვეყნის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავრელიუს ვერიგა.
ამიტომ, მისი აზრით, ლოგიკური იქნება, თუ მწარმოებლები ელექტრონულ სიგარეტს დაარეგისტრირებენ, როგორც ფარმაცევტულ პროდუქტს - ის უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს, ჰქონდეს დოზირების მაჩვენებელი, გაიაროს კლინიკური კვლევები და ა.შ.
აფთიაქებს შეუძლიათ გააკონტროლონ და შეამცირონ ელექტროსიგარეტთან დაკავშირებული საფრთხეები, ამტკიცებენ შეზღუდვის მომხრეები.
იმავდროულად, ინიციატივის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას აზრი არ აქვს და მისი განხორციელება შეუძლებელია.
0
0