
ლიბერთიმ და ევექსმა განახლებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამ შეთანხმების ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელ სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებს, ევექსის ქსელის 15 კლინიკაში შეეძლებათ ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებით:
- ლაბორატორიულ კვლევებზე - 30%-იანი ფასდაკლება
- სტომატოლოგიურ და სხვა ამბულატორიულ სერვისებზე - 50%-მდე ფასდაკლება
განახლებულ მემორანდუმს პროექტულად უერთდება კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელი უფროსი თაობისთვის, დამატებით შეთავაზებას უზრუნველყოფს, კერძოდ კი ისინი შეძლებენ კავკასიის მედიცინის ცენტრის მოწვეული წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციებით სარგებლობას ევექსის კლინიკებსა და თავად JCI აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრში განსაკუთრებული პირობებითა და დაფინანსებით.
განსაკუთრებული პირობები ასევე გავრცელდება JCI აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრში გარკვეულ ქირურგიულ ოპერაციებზე.
შეთავაზება იმოქმედებს 2026 წლის მაისამდე.
„ევექსის მიზანია, ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ლიბერთისთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები იღებენ საუკეთესო სამედიცინო სერვისებს ქვეყნის მასშტაბით. თანამშრომლობის პროცესი გრძელდება და პერიოდულად სიახლეებს სთავაზობს ბარათის მფლობელებს.
განახლებული მემორანდუმი გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს - ევექსში კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვან ექიმებთან კონსულტაცია საპენსიო ასაკის პირებისთვის ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში განსაკუთრებული პირობებით იქნება შესაძლებელი. პაციენტები შეღავათიანი ტარიფით ჩაიტარებენ შესაბამის დიაგნოსტიკას და საჭიროების შემთხვევაში თანადაფინანსება და დამატებითი შეღავათი გავრცელდება კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო მომსახურებაზეც“, - განაცხადა ევექსის დირექტორის მოადგილემ მანჩო ოქროჯანაშვილმა.
„ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. ჩვენი მიზანია, სოციალური ბარათის მფლობელ საპენსიო ასაკის პირებს, პარტნიორ კომპანიებთან ერთად შევთავაზოთ მნიშვნელოვანი შეღავათი მათთვის საინტერესო და საჭირო პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. ლოიალობის აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში უკვე მრავალი წელია ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევექსთან, რაც უფროსი თაობის ადამიანების კმაყოფილებაში აისახება. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიბერთის და ევექსის ერთობლივი შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაზოგონ თანხა კლინიკურ საჭიროებებზე, ან სრულიად უფასოდ მიიღონ კონკრეტული მომსახურება.
ლოიალობის პროექტის სტრატეგიული განვითარება ითვალისწინებს განახლებულ და მრავალფეროვან შეთავაზებებს. საინტერესო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ევექსთან კიდევ უფრო გავაღრმავეთ შეთავაზება და ასევე, სოციალურ პროექტში შემოგვიერთდა ახალი პარტნიორი კავკასიის მედიცინის ცენტრი. აღნიშნული თანამშრომლობა ლოიალობის მიმართულების განვითარების სტრატეგიულ მიზნებს შეასრულებს, რაც მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული”, - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.
„JCI აკრედიტაციის მფლობელი კავკასიის მედიცინის ცენტრი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, სოციალური ბარათის მფლობელ უფროს თაობას მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებს განსაკუთრებული პირობებით შესთავაზებს. ჩვენი ჰოსპიტალის მისია საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვაა.“ - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.
ევექსის შესახებ:
ევექსი საქართველოს სამედიცინო სფეროში მოღვაწე ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სფეროში.
ევექსი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". ევექსის კლინიკებში პაციენტებს სრული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ევექსისა და ლიბერთი ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, ევექსის კლინიკების ქსელი მოემსახურა 35,000-ზე მეტ უნიკალურ პაციენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებმაც მიიღეს 160,000-ზე მეტი სამედიცინო სერვისი.
ლიბერთის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
კავკასიის მედიცინის ცენტრის შესახებ
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, მყარი ისტორიული გამოცდილების მქონე უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიდგომებს სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრის ძლიერ მხარეს დასავლური გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი, უახლესი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და სერვისების მრავალფეროვნება წარმოადგენს.
კავკასიის მედიცინის ცენტრს მინიჭებული აქვს უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაცია JCI (Joint Commision International) მიერ.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ჰოსპიტლების საერთაშორისო ფედერაციის (International Hospital Federation) წევრია.
(R)
0
0