20/12/2023
13:48
მსოფლიო
როგორც ცნობილია, გაეროს რეზოლუციას ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ 193 წევრი ქვეყნიდან 153-მა დაუჭირა. მათ შორის, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ლიბერიამ, თუმცა პრეზიდენტ ჯორჯ ვეას დირექტივის მიღების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.
ლიბერია ერთადერთი აფრიკული ქვეყანა იყო იმ 10 ქვეყანას შორის, რომელმაც 12 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ლიბერიის მთავრობის განცხადებით, ლიბერიელ დიპლომატებს, რომლებმაც გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ამ საკითხზე პრეზიდენტისგან თანხმობა არ მიუღიათ.
„ამიტომ ლიბერიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის წინააღმდეგ მიცემული ხმა შესაბამისი არხებით გააუქმა და ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის სასარგებლოდ ახალი ხმა დააფიქსირა“, -ნათქვამია განცხადებაში.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024