15/05/2024
20:26
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ლიბერალური ოპოზიციური პარტიის „პროგრესული სლოვაკეთის“ 71 წლის მხარდამჭერმა, მწერალმა იურაი ცინტულამ ესროლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ის ლევიცედან არის. დაიბადა 1953 წელს. ცინტულა ლიტერატურული კლუბის „სულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. როდესაც კლუბი საზოგადოებრივ გაერთიანებად გადაკეთდა, ის გახდა მისი თავმჯდომარე. ის სამი პოეტური კრებულის ავტორია. არის სლოვაკეთის მწერალთა ასოციაციის წევრი.
არსებული ინფორმაციით, მან პრემიერის მისამართით 5 გასროლა განახორციელა. ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის შემცველია.
ცნობისთვის, დღეს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცოზე მკვლელობის მცდელობა მოხდა, როდესაც ის ხალხის წინაშე გამოვიდა სლოვაკეთის ქალაქ ჰანდლოვში. პრემიერ-მინისტრს გულ-მკერდისა და მუცლის არეშია დაჭრილი.
0
0