
გვარამიამ მითხრა, მერაბ კოსტავა ვარ, ზუსტად ვიცი, მიშას გავწევ მესამე ან მეოთხე ადგილას, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალაო, მაქსიმუმ 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო, მაშინ ვიფიქრე, გაუფრენია ამას-მეთქი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
წითლიძის თქმით, მას შეუძლია ბევრი დეტალის მოყოლა.
„დავსვით კითხვები და პასუხების ნაცვლად ისტერიკა მივიღეთ. გვარამიას მხრიდან პასუხები არის მხოლოდ შეურაცხყოფები. თქვა, რომ ჩემი წონის არ არის წითლიძე და არ დავჯდები დებატებშიო, ახლა ვცდილობ, მოვიმატო და მის წონამდე მივიდე. ვინც ეს პოლიტიკური წონა შეუქმნა, მიხეილ სააკაშვილმა, ციხეში შევიდა გვარამია, სააკაშვილის მზეს ფიცულობდა და ციხიდან რომ გამოვიდა, გახდა სააკაშვილის მაგინებელი და პირველი მტერი. ამიტომ კითხვები არსებობს. მელია ამ საკითხში შეიძლება, ბევრად უფრო პირდაპირ გამოიყურებოდეს, ვიდრე გვარამია იმიტომ, რომ გვარამიამ იცის, ვერ აგინებს ღიად და გახსნილად და ამდენი ჭკუა ეყო, მაგრამ საქმით რაც გააკეთა, ეს არის ღალატის ყველაზე მძიმე ფორმა. მიშა რომ არ ყოფილიყო, ვინ იყო საერთოდ გვარამიას? მიშამ შექმნა თავიდან ბოლომდე. მე შემიძლია ბევრი დეტალის მოყოლა და მე შემიძლია პოლიტიკურად ისე დავმარხო გვარამია, რომ ვეღარასდროს თავი ვერ წამოყოს.
ახლა დავიწყოთ გილაურთან დაკავშირებით. ამ კაცს პრემიერად გვტენიდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ყველას ეუბნებოდა, რომ ეს კაცი ბიძინასთან შეთანხმებულია და ბიძინა მას უპრობლემოდ გადააბარებს ხელისუფლებას, ოქროს გასაღებია. ყველას ხვდებოდა არაფორმალურად და ეუბნებოდა, რომ გილაური იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღები პრემიერობის კანდიდატი. შესაბამისად, ყველა უნდა დათანხმებოდა მის პრემიერობის კანდიდატობას. ეს არის გვარამიას სიტყვები. გვარამია გვამადლის, რომ აქ თურმე ვიღაცები მისი წონის არ ვყოფილვართ. უკაცრავად, მიხეილ სააკაშვილი რომ გამეძარცვა, გვარამიაზე უფრო მეტი წონა მექნებოდა. ვგულისხმობ ყველაფერს აბსოლუტურად, მის მორალურ რესურსსაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსურ რესურსსაც და ყველაფერს. 20 ათასი დოლარი „მთავარში“ მაგას ჰქონდა ხელფასი, თორემ ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, საწვავის ფული არ გვქონდა, ისე ვატარებდით საარჩევნო კამპანიას. „რუსთავი 2-ში“ კიდევ 85 ათასი ლარი ჰქონდა ხელფასი. ასე რომ გამეძარცვა ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტი გამიკეთა ცხოვრებაში, შეიძლება, გვარამიაზე მეტი წონა მქონოდა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
0
0