14/06/2023
15:14
პოლიტიკა
"ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება". - ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტში მათთვის რუსული რუბლების დაყრას.
"მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გამოყენება". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 14 ივნისს პარლამენტში პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუმრად მყოფ შშმ პირებს მიესალმა, მმართველი პარტიის დეპუტატებს მოქალაქემ რუსული რუბლები დააყარა. "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან" - ეწერა ბანერზე, რომელიც ქალმა გაშალა. ის მანდატურებმა გაიყვანეს.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024